ახალი ამბები მთავარი სამართალი

“აბესაძის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ციხის ადმინისტრაციას ეკისრება”

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას, ადვოკატი ირმა ჭკადუა პენიტენციურ დაწესებულებას აკისრებს:

“აბესაძის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ციხის ადმინისტრაციას ეკისრება, ვინაიდან პროკურორი ეყრდნობა. მათი განცხადებით, ციხეში ეუბნებიან, რომ აბესაძე კარგადაა. გაავრცელონ ოფიციალური განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა, მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, მთლიანად ციხის ადმინისტრაციას ეკისრება”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა.

როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განცხადა, აბესაძე პროცესზე ცუდად გახდა. მისი თქმით, დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.

იტვირთბა....