ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება

საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა.

როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განცხადა, აბესაძე პროცესზე ცუდად გახდა. მისი თქმით, დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა:

„ცუდად გახდა და სასწრაფო გამოვიძახეთ, მოსამართლემ აღმკვეთი არ შეუცვალა და განაცხადა, რომ აბესაძე საშიშია და მისი გარეთ ყოფნა მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას. დასკვნაშიც ასახულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება, რომ ოთარ აბესაძეს სიცოცხლე მოუსწრაფოს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა:

„დასკვნის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პროცესის დახურვას მოვითხოვთ. როგორც ვიცი, ბრალდების მხარეც რამდენიმე მოწმის წარმოდგენას აპირებს. ექსპერტი ცალსახად მიუთითებს, რომ აბესაძის დახურულ სივრცეში ყოფნა მისი დაავადებისთვის დამამძიმებელი და მაპროვოცირებელია“, – განაცხადა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.

იტვირთბა....