ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მერიის ყოფილი მაღალჩინოსანის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესია. მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი პროცესზე შეუძლოდ გახდა. სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა:

„დასკვნის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პროცესის დახურვას მოვითხოვთ. როგორც ვიცი, ბრალდების მხარეც რამდენიმე მოწმის წარმოდგენას აპირებს. ექსპერტი ცალსახად მიუთითებს, რომ აბესაძის დახურულ სივრცეში ყოფნა მისი დაავადებისთვის დამამძიმებელი და მაპროვოცირებელია“, – განაცხადა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა. მისი ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივნისს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

იტვირთბა....