საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი საპატრიარქოში კათოლიკოს პატრიარქს ხვდება. მანამდე კი სერჟ სარგსიანმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს. შეხვედრებზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა და ის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდა.