ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერჟ სარგსიანი: კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში

საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა,  სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ კომფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. სომხეთის პრეზიდენტმა მარგველაშვილთან შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

“ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას უნდა ვიყოთ გაწონასწორებული და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლოა მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანმხებული ფორმატების ფარგლებში. ჩვენთვის კანონია და მე გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ყველა მოლაპარაკებების დროს, ყოველთვის ძალიასხმევას არ ვიშურებთ მივიღოთ ისეთი დოკუმენტები, ისეთი განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს. მე ვფიქრობ, როგორც ქართული, ასევე სომხური მხრიდან, ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს. ერთხელ კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, აქ მყოფ ვიცეპრემიერებს, მინისტრებს შედეგიანი მოლაპარაკებებისთვის და ერთხელ კიდევ ვაცხადებ, რომ ჩვენ ღრმად დაინტერესებულნი ვართ ძმურ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით ამ შეხედულების მომხრენი“.  -აღნიშნა  სარქსიანმა.

იტვირთბა....