ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი: სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის წინ გადადგმული ნაბიჯი და მცდელობა, რომ მთლიანად ავითვისოთ პოტენციალი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სომეხ კოლეგასთან,  სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკომფერენციაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელმაც რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება და მეტი სტაბილურობა. ვისაუბრეთ ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ ჩართულობებზე როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე სომხეთის აქტიურ თანაშრომლობაზე ევრაზიული კავშირის ფარგლებში და ხაზი გავუსვით იმას, რომ ამ თვალსაზრისით ორივე ქვეყანამ მოახერხა და მიაღწია იმას, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან, ხოლო სომხეთი არის ევრაზიული კავშირის წევრი, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით, წელს ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ტურიზმის მიმართულებით, მხოლოდ ვზრდით მონაცემებს. სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის წინ გადადგმული ნაბიჯი და მცდელობა, რომ მთლიანად ავითვისოთ პოტენციალი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ეს არის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ მოძმე ერს შორის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....