ახალი ამბები მთავარი სამართალი

მესტიაში საკრებულოს წევრი მოკლეს

მესტიაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლომერ ნიგურიანი. მკვლელობა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა.  როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა პირველ არხს განუცხადა, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და საკრებულოს წევრი მეზობელმა მოკლა.  დაჭრილი ნიგურიანი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“მეტრონომი” ფაქტის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადამოწმებას ცდილობს.

იტვირთბა....