როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს და რა უნდა იყოს სუფრასთან? როგორი ატმოსფერო უნდა შევიქმნათ ახალი წლის ღამეს, რომ მთელმა წელმა სასარგებლოდ ჩაიაროს. ამასთან დაკავშირებით “აიპრესი” ცნობილ ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს ესაუბრა.
საახალწლო სუფრაზე რა უნდა იყოს?
აღმოსავლური კალენდრით ეს არის ყვითელი ფერის მიწის სტიქიის ძაღლის წელიწადი. თვითონ ძაღლი თავისი ხასიათით არის კონსერვატორი და ტრადიციონალისტი. ამიტომ, სუფრაც ტრადიციულ სტილში უნდა იყოს გაწყობილი. ტადიციული საკვები წინა პლანზე. წელს წინა პლანზე წამოწეული იქნება ეროვნული ფასეულობები, ამიტომ სუფრაც ამ სტილში უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე გვიკრძალავს ეგზოტიკას, მაგრამ ძირითადი უნდა იყოს ეროვნული: გოზინაყი, ხაჭაპური, საცივი და ა.შ. უმჯობესია ღვინო თეთრი ფერის იყოს. თუ სურვილი გაქვთ წითელიც შეიძლება, მაგრამ ძირითადად თეთრი უნდა იყოს. რაც მეტი ნათესავი, ახლობელი, ან ოჯახის ერთიანობის სიმბოლოები იქნება გამოსახული ეგ იქნება ძალიან კარგი.
რაც შეეხება ჩაცმულობას, რა უნდა გვეცვას?
ძირითადად ტონები ჩვენ გვაქვს ყვითელი. აქ შედის ოქროსფერი, კრემისფერი. ძირითადად ეს ფერებია, მაგრამ ვინაიდან აღვნიშნეთ, რომ მიწის სტიქია არის ერთ-ერთი მმართველი 2018 წლისა და დამატებით გვაძლევს კიდევ ფერებს. მიწის სტიქია მეგობრობს წყალთან და ხესთან, ამიტომ მათი ფერები იგივე მწვანე და ლურჯიც მისაღებია. ყავისფერიც კარგია. ეს არ ნიშნავს, რომ წითელი იკრძალება, მაგრამ მხოლოდ პატარა აქსესუარის სახით. წინა პლანზე მაინც ძირითადად ყვითელი, ბეჟი და ოქროსფერი უნდა იყოს.
სუფრის გადასაფარებელიც თუ ამ ფერებთან იქნება დაკავშირებული ძალიან კარგი იქნება. ვახსენეთ მიწის სტიქია, რომელიც ითხოვს რომ გვქონდეს ფაიფურის ან თიხის ნაკეთობები. რაც მეტი ასეთი ჭურჭელი გვექნება მაგიდაზე, უკეთესია.
ნაძვის ხე რა ფერებში უნდა იყოს მორთული?
ნაძვის ხეც ამ ფერებში თუ იქნება მოკაზმული ძალიან კარგი იქნება. ნაძვის ხისთვის ოქროსფერი ყველაზე კარგია. მწვანეც კარგია.
iPress.ge