ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობა”: ელექტროენერგიაზე გადასახადი ძვირდება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ოთარ სირაძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე გადასახადი ძვირდება. ამის შესახებ განცხადება სირაძემ  ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, დენზე ფასის ზრდას, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. სირაძის განცხადებით,  მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ლარის გაუფასურება გამოიწვია, რაც პირველ რიგში, დარტყმას კომუნალურ გადასახადებს აყენებს.

”დენის გადასახადი კვლავ იზრდება. ელექტროენერგიაზე ფასის ზრდას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. „ქართულმა ოცნებამ” საახალწლო საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას. გადასახადი ელექტროენერგიაზე ისევ იზრდება. ეს არის უშუალოდ მთავრობის არკომპეტენტურობისა და უუნარობის ბრალი.

ჩვენ მათ არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ თუ არ გადადგამდნენ აუცილებელ ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარებისთვის ლარი გაუფასურდებოდა და ეს დარტყმა ტარიფებზეც იქნებოდა ასახული.

ლარის გაუფასურება ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომელიც მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკითაა გამოწვეულია. ლარის გაუფასურებამ გამოიწვია საწვავის, მედიკამენტების, სურსათის ფასების, ხოლო დენისა და გაზის ტარიფების ისტორიულ მაქსიმუმზე ასვლა. რაც ყველაზე საგანგაშოა ეს პროცესი შეუქცევადია ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში და მომავალშიც მოსალოდნელია, როგორც ფასების ასევე ტარიფების ზრდა” – განაცხადა სირაძემ.

 

იტვირთბა....