მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზის გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.
ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის განმარტებით, გზა სავარაუდოდ დღეს გაიხსნება, აღნიშნულ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24 სათის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა უხვი ნალექი ხელს უშლის სამუშაოების დასრულებას.