ახალი ამბები მთავარი სამართალი

ამერიკაში, პოლიციამ 6 წლის ბავშვი მოკლა

ამერიკაში, ტახასის შტატში პოლიციელებმა დამნაშავის დაკავების დროს, შემთხვვეით 6 წლის ბავშვი მოკლა.   The Telegraph-ის ინფორმაციით, ტრაგედია ქალაქ სან-ანტონიოში იმ დროს მოხდა, როდესაც  პოლიცია დამნაშავის ლიკვიდაციას ცდილობდა.  დამნაშავის ფურგონში ბავშვიც იმყოფებოდა, რაც პოლიციისთვის უცნობი იყო.

ადგილობრივი პოლიციის შერიფის თქმით, დამნაშავემ სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, მაგრამ პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახერხა. სწორედ ორმხრივი სროლის დროს, სამართალდამცველების მიერ ნასროლი ერთ–ერთი ტყვია ფურგონის კედლის გავლით ბავშვს მოხვდა. 6 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.  ოპერაციაში მონაწილე ოთხივე პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....