ცაბაძის ქუჩაზე #9 კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვრობამიღებული დედა-შვილის ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ პაციენტი კლინიკაში გამთენიისას შეიყვანეს და ისინი რეამინაციულ განყოფიილებაში ჰყავთ მოთავსებული.
“60 წლამდე ქალბატონს სხეულის 40 პროცენტი, 40 წლამდე მამაკაცს კი სხეულის 20 პროცენტი აქვს დამწვარი. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან. მათ ყველა სახის სამედიცინო დახმარებას ვუწევთ”,-აცხადებს გაშიბაძე.
ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ასეთია ცაბაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგები, მეზობლების ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვიდან გაჩნდა.