ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მოვუწოდებ, რომ შობაზე გაათავისუფლონ როგორც საერო, ასევე საეკლესიო პირები”

რომის პაპმა ფრანცისკემ შობის წინა დღეს მრევლს ქრისტეზე ჩუმად ლოცვისკენ მოუწოდა. პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მოუწოდა განსაკუთრებულად ილოცონ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საომარი კონფლიქტების გამო იტანჯებიან.

„ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობის მისანიჭებლად, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც იტანჯებიან მიმდინარე კონფლიქტების გამო. კვლავაც მოვუწოდებ, რომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაანთავისუფლონ როგორც საერო, ასევე საეკლესიო პირები და ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს“, – განაცხადა ვატიკანში ქადაგებისას პაპმა.

ქრისტიანების ნაწილი 25 დეკმებერს ქრისტეს შობას ზეიმობს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები ბეთლემში, ნაზარეთსა და ვატიკანში იმართება. თუმცა კათოლიკური სამყაროს გარდა, ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელთა უმრავლესობაც, რომელთა შორის საბერძნეთის მრავალრიცხოვანი მრევლიცაა.

იტვირთბა....