გიორგი მგელაძე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს. მეორედ ქარტიის თავმჯდომარედ გიორგი მგელაძე, გასულ წელს, 24 დეკემბერს აირჩიეს. ის ამჯერზე, ქარტიას მესამედ უხელმძღვანელებს.
ქარტიას მართავს 9 წევრისგან შემდგარი საბჭო, რომელიც ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს. ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს საბჭო განიხილავს. საბჭოს წევრი ირჩევა 3 წლის ვადით საერთო კრებაზე ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ. ქარტიის ხელმომწერი ამ დროისთვის 318 ჟურნალისტია.