ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდა. ადვოკატთა ასოციაციამ იგი დავით ასათიანი თავმჯდომარის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩია.
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 953-მა ადვოკატმა მიიღო, რომელთა უმრავლესობამ, 922-მა, არჩევანი დავით ასათიანის სასარგებლოდ გააკეთა.
რაც შეეხება ასათიანის კონკურენტს, ლევან ჯანაშიას, მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, 23 ხმა მიიღო.