თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. დავით ალხანაშვილს ქალაქ სტამბოლში ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც ის ადგილზე გარაიცვალა.
ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
სტამბოლში შემთხვევა გუშინ ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. 36 წლის მამაკაცი პანკისის ხეობიდან არის, მშობლები კი თელავის სოფელ შალაურში ცხოვრობენ.
ალხანაშვილის ოჯახი ფაქტს ადასტურებს, თუმცა, სხვა დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს. როდის გადმოასვენებენ გარდაცვლილს, ამ ეტაპზე უცნობია.