პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე დეპუტატების, გია ჟორჟოლიანის და სიმონ ნოზაძის საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით კენჭისყრაზე არ გაიტანეს.
კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით გია ჟორჟოლიანმა პარლამენტს გუშინ წარუდგინა, თუმცა არც გუშინდელ და არც დღეს ჩატარებულ კენჭისყრაზე პროექტისთვის კენჭი არ უყრიათ იმის მიუხედავად, რომ ის დღის წესრიგში იყო გათვალიწინებული. მიზეზი ავტორებისთვის უცნობია.
ცვლილების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს.
კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს: – “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია” და “ეროვნული ფორუმი”. ოთხივე ეს პარტია ბლოკში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა.