ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახმეტის სოფელ ქისტაურში მცხოვრები ოჯახი პოლიციელებს ადანაშაულებს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ხოსიაშვილების ოჯახი პოლიციელებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ “იმედინიუსი” იუწყება.

დავით ხოსიაშვილის თქმით, სამართალდამცველები მათ საცხოვრებელ სახლში წუხელ გვიან ღამით პოლიციური რეიდის ფარგლებში შეიჭრნენ, რის შედეგადაც ძმის ცოლი შიშისგან ცუდად გახდა, ინსულტი განუვითარდა. ის ახლა მკურნალბას თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

“ალბათ იარაღს ეძებდნენ და ვერ იპოვეს, რადგან სახლში იარაღი არ გვაქვს. მოგვიანევით, რომ დაინახეს ჩემი რძალი ცუდად იყო, მას პოლიციელები დაცინვით მიმართავდნენ. იმდენად ცუდად გახდა ადამიანი, რომ იძულებულები გავხდით თბილისში გადაგვეყვანა. ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.10-მდე პოლიციელი შევარდა სახლში, ასე როგორ შეიძლება?! მე ვითხოვ საქმეში ჩაერთოს შინაგან საქმეთა სამინისტო და ფაქტის გამოძიება მოხდეს, რომ კიდევ არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა. ჩემს რძალს რომ რამე დამეართოს, მანტერესებს, ვინ იქნება პასუხისმგებელი “, – ამბობს დავით ხოსიაშვილი.

შსს-ში პოლიციელების უფლებამოსილების გადაჭარბებას კატეგორიულად გამორიცხავენ. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სამართალდცველები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.

იტვირთბა....