პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი ზაზა გაბუნია გახდა.
აღნიშნულ თანამდებობაზე ზაზა გაბუნიას კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ მხოლოდ ზაზა გაბუნია იყო წარდგენილი. პლენარული სხდომაზე მას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზაზა გაბუნიას მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აღნიშნული თანამდებობა თავისუფალი გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტიდან წასვლის შემდეგ გახდა. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.
პლენარული სხდომის შემდეგ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თვითმმართველობის რეფორმის უკეთესობის მუშაობისთის 24 საათიან რეჯიმში იმუშავებს და იმედოვნებს, რომ თითმმართველობის რეფორმა მაღალი სტანდარტის და შედეგობრივად მნიშვნელოვანი იქნება.
“მადლობა პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ეს არის სტრატეგიული ხაზი ჩვენი სახელისუფლებო პრგრამის. თითმმართველობა ყოველთის იყო ჩემი საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი საკითხი. გეგმებიც არის ამბიციური, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის განგრძობას გულისხმობს. ამოცანები არის დიდი, მათ შორს რეგიონების განვითარების და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრამები. ვაპირებ, 24 საათის განმავლობაში ვიმუშავო ამ საკითხებზე და მაქვს იმედი, გვექნება გაცილებით მაღალი სტანდარტის და შედეგობრივად მნიშვნელოვანი თითმმართველობის რეფორმა და რეგიონებში ცხოვრების მაღალი დონე“–განაცხადა გაბუნიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა მისი ლობისტი ამ პოსზტე საქართველოს პრემიერი, აცხადებს, რომ როგორც გუნდის ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერა აქვს, ისევე, როგორც აქვს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
“გუნდის ლიდერის მხარდაჭერა მაქვს, ისევე როგორც საპარლამენტო გუნდის და მისი ლიდერის ხმარდაჭერა. ეს ასეა, ბუნებრივია. მადლობას ვუხდი გუნდს და ამაში მგონი გასაკვირი არაფერია. კანდიდატურის დასახელას აქვს წესები, კანდიდატურა დაასახელა ფრაქციამ და ჩართული იყო ყველა ვისაც ეხება ეს თემა“ – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.