ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები იწყება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური იწყება. ამ წუთებში თბილისის სპორტის სასახლეში დელეგატების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი კი 15:00 საათიდან დაიწყება.

ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე 4 წლით უნდა აირჩიონ. არჩევნებზე სულ რეგისტრირებულია 4568 დელეგატი. იმის გამო, რომ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე დელეგატთა ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა, კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატი – ლევან ჯანაშია და დავით ასათიანი მონაწილეობენ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიასა და მისი 8-კაციანი ჯგუფის მოთხოვნა, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა.

იტვირთბა....