ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ” განახლებულ მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

“ქართული ოცნების” გუნდმა განახლებული მინისტრთა კაბინეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა.

თუმცა სხდომათა დარბაზში ვითარება არაერთხელ დაიძაბა, უმრავლესობის დეპუტატებმა რომან გოცირიძის ტრიბუნასთან გამოსვლისთანავე ხმაური დაიწყეს, ასევე ხმაურით შეხვდნენ ნიკა მელიას გამოსვლას “ქართული ოცნების” წევრებიც.

14-საათიანი მუშაობის შემდეგ, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე „ქართულმა ოცნებამ“ მინისტრთა განახლებულ კაბინეტს მხარი დაუჭირა. გიორგი კვირიკაშვილმა მილოცვები მიიღო და მთავრობა კიდევ ერთხელ უკვე 13 სამინისტროსა და 14 მინისტრის შემადგენლობით ჩაიბარა.

იტვირთბა....