ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს, ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ეკა წამალაშვილის შეურაცხყოფისთვის, ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თუმცა შესაძლოა სასამართლომ მათ ფულადი ჯარიმაც დააკისროს.

მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა ძალადობის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხოფერიაც და ოქიტაშვილიც პოლიციამ დღეს დაკითხა.

ხათუნა ხოფერიასა და დავით ოქიტაშვილს დღეს თითქმის სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ. კონფლიქტის მონაწილეთა ადვოკატი ამბობს, რომ  დაკითხვის შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა და საქმე უნდა შეწყდეს.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გუშინდელ გადაცემაში “ენმ”-ის წევრს ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და ხათუნა ხოფერიამ მიაყენეს.

იტვირთბა....