პოროშენკოს ხელისუფლებაში ვითარება იძაბება. ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც “პრივატ ბანკის” საქმის გამო გენერალური პროკურორის გადადგომა მოითხოვა, ლუცენკო პასუხობს. გენ პროკურორის თქმით ალექსანდრე დანილიუკი ცდილობს მისი სკანდალური განცხადებით თავი აარიდოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
“მის განცხადებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაქცევის ბანალურ მცდელობად განვიხილავ. დანილიუკმა გადასახადები ან უნდა გადაიხადოს ან უნდა შეჭამოს.” – აცხადებს ლუცენკო და მისივე თქმით დანილიუკს 700 000 გრივნის გადასახადები აქვს დამალული.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, ლუცენკო კოლომოისკისთან გარიგებაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა.
pirveliradio