ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება გორის საკრებულოში: ერთ-ერთმა დევნილმა თვითდაზიანება მიიყენა

გორის საკრებულოს შენობასთან  ხმაური და დაპირისპირებაა. დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ და იმ სიებს აპროტესტებენ, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გამოაქვეყნა.

სიების მიხედვით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართი ახლადაშენებულ კორპუსებში 436 დევნილ ოჯახს გადაეცემა, განაცხადი კი 1150 ოჯახმა შეავსო. აქციის მონაწილეები სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. აქციაზე ერთ-ერთმა დევნილმა თვითდაზიანებაც მიიყენა. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.

იტვირთბა....