27 წლის პოლიციელმა დანა სასურსათო მაღაზიიდან ითხოვა და თვითდაზიანებები სწორედ ამ დანით მიიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველზე დაყრდნობით “ქრონიკა” ავრცელებს.
ერთ-ერთი ვერსიით, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი პოლიციელი თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე იპოვეს.