ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ოქიტაშვილმა შემასხა წყალი, შემდეგ ხოფერია მომიახლოვდა და მწვდა თმებში”: წამალაშვილი დაპირისპირებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრები ეკა წამალაშვილი, ხატია დეკანოიძე და ტელეკომპანია “იბერიას” თანამშრომლები ტელეკომპანიის ეთერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ტელეკომპანიის ეთერში ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და ხათუნა ხოფერიამ მიაყენეს.

”სიურპრიზი იყო ჩემთვის, როდესაც დავინახე სტუდიაში ოქიტაშვილი და ხოფერია და მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და ძალიან მალე, გადაცემის დაწყებიდან 10 წუთიც არ იყო გასული, როდესაც ისინი პირდაპირ გადმოვიდნენ თავდასხმაზე და შეტევაზე. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, ოქიტაშვილმა შემასხა წყალი, ამის შემდეგ ხოფერია ადგა, მომიახლოვდა და მწვდა თმებში,“ – ამბობს ეკა წამალაშვილი.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ადასტურებს წყლის შესხმის ფაქტს, თუმცა მისი თქმით, ხათუნა ხოფერიას მხირდან ძალადობა არ ყოფილა.

“პროვოკაციაზე წამოვიდა თვითონ ეკა, მან გვიძახა გარეწრები. ახლა, როდესაც ქალბატონ ეკას უკვირს რატომ შევასხი მე მას წყალი, რასაკვირველია ეს ცუდი ფაქტია, მაგრამ “მოდელირებული ქრონიკის” ავტორს წყალი არა, უფრო მეტი რაღაცა უნდა შეგვესხა ჩვენ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,“ – განაცხადა ოქიტაშვილმა.

მომხდარ ინციდენტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

https://www.youtube.com/watch?v=NlQEm0Bu0-A

 

იტვირთბა....