თბილისი-გორის ცენტრალურ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლს დაესკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა.