საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ჰოლანდიის ვიზა არ სჭირდება. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეკომპანია News One-ს განუცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან მისი ოჯახი ჰოლანდიიდანაა, მას ავტომატურად აქვს უფლება ამგვარ ვიზაზე.
„მოქალაქეობის თაობაზე რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან და მათი წამყვანი პოლიტიკოსებისგან მაქვს შეთავაზება, მაქვს სამუშაო მოწვევა ამერიკაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ამის პრობლემა მე არ მაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ვიზა გასცეს. ამის შესახებ Telegraaf იუწყება. გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა ვიზა მიიღო „ოჯახების გაერთიანების“ უფლების საფუძველზე, რადგან დაქორწინებულია ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსზე და მეუღლეებს ორი შვილი ჰყავთ.