განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მანდატურის სამსახურის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შედარებით პრობლემურ სკოლებში, მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა შედგება.
„ჩვენს კომპონენტზე მოგახსენებთ, რაც შეეხება მანდატურებს, გადაიხედება როგორც მანდატურთა სამსახურში მიღების, ასევე გადამზადების და სკოლის ადმინისტრაციისადმი ქვემდებარობის საკითხი, ასევე შიდა პერიმეტრის მონიტორინგის სქემები. ეს პროცესი ძალიან მალე დაიწყება. რაც შეეხება ურთიერთკავშირს, მანდატურსა და საპატრულო პოლიციას შორის, ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს შედარებით პრობლემური სკოლები, სადაც გაზრდილი რისკები და საფრთხები არსებობს. ასეთ სკოლებში განსაკუთარებით მჭიდრო იქნება ურთიერთთანამშროლობა მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. ეს არანაირად არ არ ნიშნავს იმას, რომ საპატრულო პოლიცია სკოლაში შევა. საპატრულო პოლიცია დაეხმარება მანდატურებს გარე პერიმეტრის პატრულირების საქმეში“, – განაცხადა ჩხენკელმა.
ჩხენკელი, სკოლებში ბულინგისა და ძალადობის საკითხების გადაწყვეტასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სიღრმისეული საკითხია და ძალისმიერი მეთოდებით ამ პრობლემატიკის მოგვარება შეუძლებელია.
რაც შეეხება განათლების კომპონენტს, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ინფორმირებულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონეტი ამ პრობლემატისკის დასაძლევად.
„ ჩვენ მზად გვაქვს ფლაერები, რომლებიც დაეგზავნება მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს. ეს ფლაერები შედგენილია მოწინავე ფსიქოლოგების მიერ, ჩვენ დეფიციტი გვაქვს კვალიფიციური ფსიქოლოგების. იმისთვის, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ, ჩვენ უკვე ვესაუბრეთ უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს, რომ ამ კამპანიაში ჩვენ ჩავრთავთ ფსიქოლოგიის მიმართულების წამყვან მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ამ პროსცეში აქიურად ჩაერთონ. 24 – საათიანი ფსიქოლოგიური სერვისის ცხელი ხაზი უკვე ამოქმედებულია“, – აღნიშნა ჩხენკელმა.