ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ბატონო ტრამპ, თქვენ ვერ იყიდით ჩვენს ნებას”: ერდოღანი იერუსალიმს დედაქალაქად არ აღიარებს

 

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, ქვეყნების გაფრთხილებას, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა, -ინფორმაციას reuters ავრცელებს:

„ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატიის აკვანს უწოდებენ. დემოკრატიის აკვანი ცდილობს ერების ნება დოლარებით იყიდოს. ბატონო ტრამპ, თქვენ ვერ იყიდით ჩვენს ნებას. სრულიად მსოფლიოს მოვუწოდებ – არ გაყიდოთ თქვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის რამდენიმე დოლარად. თქვენი პოზიცია მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ დღეს აშშ არ მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც ელოდება და მსოფლიო აშშ-ს კარგ გაკვეთილს ჩაუტარებს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, იმ ქვეყნების მიმართ, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას არ დაეთანხმებიან, ფინანსური დახმარების შეწყვეტას გეგმავს:

“ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ” – განაცხადა ტრამპმა.

გაეროს გენერალური ასაბლეა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით საგანგებო სესიას დღეს გამართავს. ორგანიზაციის 193 წევრი, ისლამური სახელმწიფოების თხოვნის საფუძველზე შეიკრიბება.
აშშ-მა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

იტვირთბა....