ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თარგამაძე: რაც ჩემს მიმართ ჩაიდინეთ, “კეთილებით” საქმე ვერ შემოიფარგლება…

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე პრემიერსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„დავწერდი მაგათ ენაზე, მაგრამ მაინც “გრაჟდანსკის” ვამჯობინებ: არ შეგვ…აწუხეს ამ თავისი ღირსებით? ჯერ, ოპოზიციაში, ცხრა წელი გაჰკიოდნენ, ღირსება გაგვითელესო, ახლა ხელისუფლებაში არიან და ისევ სულ მოთელვაში. ამასობაში გავიდა 15 წელიწადი. როგორ ყველა პოზაში მოთხრილი გაქვთ ეგ ღირსება? თანაც, თუ თავად გვიტყდებით, აწიც პირველ რიგში საკუთარი ღირსების დაცვაში უნდა გავატაროთ დარჩენილი წლებიო, ეგებ, გაგვეშვათ და მონასტერში გადაბარგდეთ? იქ მშვიდად დაიცავთ თქვენს შეურყვნელობას.

P.S. ისე, თუ თქვენს, სადაც გინდათ ყოფნისას პირველ რიგში საკუთარი ღირსების დაცვის, ნარატივს გავითავისებ და რაც ჩემს მიმართ ჩაიდინეთ, შემდეგ გამოძიება როგორც აწარმოეთ, იმის ადექვატურად ვიმოქმედებ, “კეთილებით” საქმე ვერ შემოიფარგლება და რა ვიცი, აბა…“- წერს თარგამაძე.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას უკვე შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა.

კიდევ ერთ პირს, 1974 წელს დაბდებულ დ.ხ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
მანქანა, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გივი თარგამაძე გადაადგილდებოდა, 2016 წლის 4 ოქტომბერს, საღამოს, თბილისის ცენტრში ყოფილ კოლმეურნეობის მოედანზე აფეთქდა.

იტვირთბა....