ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია ენმ-ზე: “დღეიდან ამ ძალასთან არანაირი კონტაქტი და ყველაფერზე ნული რეაქცია უნდა გვქონდეს”

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გუშინ ოპოზიციისა და პრემიერის შეხვედრას მედიასთან გამოეხმაურა:

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია, რომ მნიშვნელობა აქვს. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები. ამიტომ, საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მოვახდინო. ჩვენი რეაქცია ნული უნდა იყოს, რადგან ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არანაირი კონტაქტი და ყველაფერზე ნული რეაქცია უნდა გვქონდეს, რადგან ამაზე დროის ხარჯვა ფუჭია“, – განაცხადა გახარიამ.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას უკვე შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იტვირთბა....