პრემიერსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“აი, ახლა გახდა კვირიკაშვილის გადადგომის თემა ნამდვილად აქტუალური. მანამდე ჩვეულებრივი ჭორები იყო. შეიძლება ითქვას, კაცმა საჯაროდ ჩაი**ა.
ნიკა მელია რა ტიპია და რამდენად სწორ თუ სულელურ რამეს ეუბნებოდა, თემას საერთოდ არ ეხება. “ღირსების დაცვაზე” ლაპარაკი ხომ სრული არაადექვატურობაა. ბარემ დუელი აღვადგინოთ.
უცებ წარმოვიდგინე, გაეროს ასამბლეაზე გამოდის ჩვენი პრემიერი და ვიღაცამ “პროვოკაციული” შეკითხვა დაუსვა. ვაიმეეეეე.
ისე კონკრეტულად პრემიერს ერთი გამოკვეთილი პოზიტივი ჰქონდა: კორექტული და გაწონასწორებულიაო, ამბობდნენ. თურმე როგორ უჭირდა კაცს!
სამაგიეროდ, ახლა კორკოტას მოეწონება ” – წერს ნოდია.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას უკვე შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.