ფონდი “ახალი სიცოცხლე” წინასაახალწლოდ რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა. ერთ-ერთი ასეთი ოჯახი, რომელიც ფონდმა გაახარა, ორი წევრისაგან შედგება.
მარინე ჯუნჯუა მარტოხელა დედაა, რომელიც ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის დასახლებაში ცხოვრობს, დევნილთა საერთო საცხოვრებელში. მას 6 წლის შვილი, ანა-მარია ჰყავს, რომელიც წელს სკოლაში მივიდა. როგორც ქალბატონი მარინე გვიყვება, ანა-მარიამ პირველი სასწავლო წელი წარჩინებით დაიწყო.
ფონდის NEW LIFE მთავარი მიზანია საგანმანათლებლო, სოციალური, კულტურული, სპორტული და სხვა სახის საქველმოქმედო პროექტების განხორციელება.