ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯანელიძე იერუსალიმის საკითხზე: „გვაქვს კონსულტაციები პარტნიორებთან“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  იერუსალიმის საკითხი არის სენსიტიური თემა და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებენ.

„ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვა ქვეყნების მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხზე განცხადება გააკეთა.

„ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....