თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ძლიერი ნისლის გამო რამდენიმე რეისი ვერ მიიღო. უამინდობის გამო მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტი შეფერხებით მუშაობდა, რამდენიმე ავიარეისი გადაიდო.
ფრენები გადაიდო ვარშავის, მიუნხენისა და თურქეთის – ათათურქისა და საბიჰა გოგჩენის მიმართულებით. აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით რეისები ამინდის გამოსწორების შემდეგ აღდგება.