ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კატალონიაში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

ესპანეთში, კატალონიაში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს არჩევნებში მონაწილე პარტიებმა სააგიტაციო მიტინგები გამართეს.

სოციოლოგიური გამოკითხვებით, რეგიონის დამოუკიდებლობისა და ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მსურველთა რიცხვი პრაქტიკულად თანაბრია.

საარჩევნო მარათონის ფავორიტად პარტია „ მოქალაქეების“ ლიდერი ინეს არიმადისი ითვლება. მეორე ადგილზეა კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი. ის ბელგიიდან დაბრუნებას არჩევნების მოგების შემთხვევაში აპირებს.

არჩევნები უპრეცედენტო ვითარებაში გაიმართება. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც, რეგიონში 13 ათასი პოლიცილია მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის 8 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა 2 ნოემბერს შეუფარდა. მათ ბრალად ამბოხი და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ედებათ. 8 ნოემბერეს ესპანეთის საკონსტიტიუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის რეზოლუცია გააუქმა.

იტვირთბა....