ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლში თურქეთის მთავრობამ საახალწლო ღონისძიებები აკრძალა

თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები უსაფრთხოების მიზნით აკრძალა.

როგორც ბეიოგლუს რაიონის პოლიციის უფროსმა ისმაილ კილიკმა განაცხადა, ქალაქში მასობრივი ზეიმი აიკრძალება. მან დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზე გაძლიერდება.

კილიკმა გაიხსენა, რომ შარშან სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე ტერორისტული თავდასხმა იყო დაგეგმილი, მაგრამ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო არ განხორციელდა.

17 ნოემბერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამაფრთხილებელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც საშობაო და საახალწლო დღესასწაულების დროს ევროპაში ტერორისტული აქტების გაზრდილ საფრთხეს ეხება.

2017 წლის 1 იანვარს, უზბეკეთის მკვიდრმა აბდულქადირ მაშარიპოვმა ღამის კლუბში Reina ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

იტვირთბა....