ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია პრემიერად დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მის პრემიერ-მინისტრად  შესაძლო დანიშვნას, ზღაპარს და ჭორებს უწოდებს.  მისთვის გაუგებარია, საიდან და რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია. მინისტრმა ეს განცხადება პარლამენტში ყოფნისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

,,არა, რა თქმა უნდა, ეს ზღაპრები და ჭორია. რატომ და საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია’’- ასე პასუხობს გახარია ჟურნალისტების შეკითხვას.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პრემიერი კვირიკაშვილი გადადგეს და ის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაანაცვლოს.

იტვირთბა....