გერმანული “ვოისის” გამარჯვებული, ნათია თოდუა სოციალურ ქსელში, მის ირგვლივ ბოლო დროს შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება. გარკვეული ნაწილი აკრიტიკებს სოფო ტოროშელიძესა და გიორგი გაბუნიას, რომლებმაც, “იქს ფაქტორში” ნათიას გამოსვლა, რამდენიმე წლის წინ, დადებითად არ შეაფასეს.
“უღრმესი მადლობა, რომ მთელი საქართველო ზეიმობთ ჩემთან ერთად!
უბედნიერესი ვარ!
ასევე მსურს, მოგიწოდოთ, რომ უბრალოდ გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან დამეხმარება ნათელ მომავალში ,რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგვახარებს და გაგვაბედნიერებს.
არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე შემფასებელისგან მიღებულ სუბიექტურ აზრს იჯერებენ და შემდეგ ჩერდებიან.
არიან ადამიანები, რომლებსაც გულის ძახილი არ ასვენებთ და კიდევ მცდელობებს განაგრძობენ.
მე ბედნიერი ვარ, რომ ამის ძალა აღმომაჩნდა, ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებამ ბავშვობიდან ბრძოლა მასწავლა და გამაძლიერა, როგორც პიროვნება.
ის შეფასება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო, რომ დღეს აქ ვყოფილიყავი, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება შევირგოთ აწმყო და ეს წარმატება. არ ჩავუციკლდეთ წარსულს, რომელშიც თავად თვლით, რომ შეცდომა იყო…
ნუ გავაზიარებთ იმ ნეგატივს, რაც საბედნიეროდ ჩემს წარსულშია. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი, ყველა ადამიანია თავისი თავის უფალი.
ვიცი, რომ 2014 წელს გამოუცდელი კონკურსანტის ნათია თოდუას შეფასება გიორგი გაბუნიასგან შეურაცხყოფა უფრო იყო, ვიდრე შეფასება, მაგრამ საბედნიეროდ, ამით არ წყდება ყველაფერი.
დღეს მოლოცვებთან ერთად ვხედავ, რომ უმრავლესობა მათ კრიტიკაზე და შეურაცხყოფაზე გადადიხართ რაც ნამდვილად არ არის საჭირო.
პ.ს მე პირადად არ მსურს, შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო, მე მოგებით ვუპასუხე