ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში: 15 წლის მოსწავლე მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში – შედეგად სოფლის არასრული საჯარო სკოლის 15 წლის მოსწავლე დ.ა. მძიმედ დაშავდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ცენტრალური ავტომაგისტრალის ქვიანის მონაკვეთზე მძიმეწონიან მანქანას საბურავი მოძვრა და 15 წლის მოზარდს დაეჯახა. დაშავებული ამ დროისთვის ლანჩხუთის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით

იტვირთბა....