ახალი ამბები მთავარი სამართალი

მსახიობ დავით როსტომაშვილის შვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მსახიობ დავით როსტომაშვილის შვილი, გიორგი როსტომაშვილი, რომელსაც ბრალად ყაჩაღობა და ქურდობა ედებოდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გიორგი როსტომაშვილთან ერთად იგივე ბრალი წაყენებული ჰქონდა ნიკოლოზ მჭედლიანს, რომელიც მის მსგავსად პატიმრობიდან გათავისუფლდა.

21 მარტს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ყაჩაღობა მოხდა. ბიზნესმენ ლევან შინდელიშვილს იარაღის მუქარით BMW X5 მარკის ავტომობილი და ძვირადღირებული ნივთები გასტაცეს.

მომხდარიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული გახსნა. უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.

 

იტვირთბა....