ახალი ამბები მთავარი სამართალი

მინისტრი: დასაქმების სანაცვლოდ მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდებათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„ეს იქნება რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც 2018 წელს წარმოვადგენთ და რომელიც შეეხება მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებას, თუ ის იმუშავებს – ერთი სამუშაო დღე, მინუს ერთი დღე პატიმრობა და ასე საშიშროების რისკების შესაბამისად. ამით, მსჯავრდებულს მიეცემა საშუალება იმუშაოს და შესაბამისი ფორმულით შეიმციროს საპატიმრო ვადა. ეს იქნება სტიმული იმისა, რომ უფრო მათ მეტად იფიქრონ დასაქმებაზე, შეიმცირონ სასჯელი და არ იფიქრონ კრიმინალურ მენტალიტეტსა და მათ ადათ-წესებზე. მსჯავრდებულს უნდა შესთავაზო სხვა, ალტერნატიული გზა, იმისთვის, რომ ის გათავისუფლდეს კრიმინალური გავლენებისგან“, – განაცხადა კახიშვილმა.

იტვირთბა....