“მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, აშშ-ს კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით უკვე მიიღო გადაწყვეტილება”, – ასეთი განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, ეს ნიშნავს იმ რეფორმების აღიარებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყებამ განახორციელა.
“პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მე ხელთ მაქვს, გადაწყვეტილების ორიგინალი, ასე რომ, საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება.