ახალი ამბები მთავარი სამართალი

17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული, კრიტიკულია

ხელვაჩაურში მომხდარი ინციდენტში დაშავებული 17 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. ვარაუდობენ, რომ მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სახის არეში ცეცხლსასროლი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის ბიჭი ბათუმის საავადმყოფოში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მიიყვანეს. მას ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული.  მოზარდის მიერ სავარაუდო თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ, თუმცა მოზარდის ბიძა ჟურნალისტებთან საუბრისა სამბობს, რომ შესაძლოა ბიჭი იარაღს ტენიდა და უცებ ტყვია გაუვარდა.

იტვირთბა....