სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში ბრალდებულ ბაჩო ახალაიას პროცესზე დღეს გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლები, ბორის ფარულავა, მეტსახელად „ბასტი“ და ლევან ფხალაძე, იგივე “ბუბუ“ დაიკითხნენ.
მათი თქმით, დაკავებულ პოლკოვნიკს აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, ყოფილი ხელმძღავენელბის დავალებით აწამებდნენ. წამებაში კი, გლდანის ციხის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი და ასევე რეჟიმის ყოფილი უფროსი, ოლეგ ფაცაცია მონაწილეობდნენ, ვიდეოს კი დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე იღებდა.
დაცვის მხარე მოწმეთა ჩვენებებს ურთიერთგამომრიცხავს უწოდებს. თავად ახალაია, პროცესს არ დასწრებია.