ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დანგრეული 5-6 ბინის რეაბილიტაციას დახლოებით 3-4 თვე დასჭირდება, – ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა კახაბერ ლაბუჩიძემ განაცხადა. მისი თქმით დანარჩენ 2-3 ბინის აღდგენას თვე-ნახევარი დასჭირდება. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯს, ამაზე პასუხი 2-3 დღეში იქნება ცნობილი.
ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, კორპუსში სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ლიფტი აღდგა, დამონტაჟდა გაზის ახალი მილები და მოწესრიგდა ელექტროენერგიის ხაზები.
7 დეკემბერს, თბილისის მერი ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში იმყოფებოდა. კახა კალაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა დაასრულეს, რის შემდეგაც ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.
სპეცპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.