ახალი ამბები მთავარი სამართალი ჯანდაცვა

“ხელზე ნაკაწრები შევნიშნე”: დირექტორის თქმით, 17 წლის ბიჭი, რომელმაც თავი დაიზიანა, ორი თვე სკოლაში არ დადიოდა

17 წლის მოზარდი, რომელმაც თავი დაიზიანა, ორი თვე სკოლაში არ დადიოდა, – ამის შესახებ ხელვაჩაურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა განაცხადა. მისივე თქმით, მოზარდის მამამ წელს სკოლას განცხადებით მიმართა და შვილის სასწავლო პროცესიდან გათავისუფლება ითხოვა, რადგან ის მამას მშენებლობაზე ეხმარებოდა:

“ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე და ვაცნობე სამართალდამცელებს, სამინისტროსა და მშობელს”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლისთვის ხელზე ნაკაწრები ადრეც შეუნიშნავს, ამიტომ ვარაუდობს, რომ მოსწავლე ინტერნეტ თამაშს თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფით, ორი ჭრილობა მიიყენა. ამის გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

იტვირთბა....