ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რა გახდა 11 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი: ციციშვილის კლინიკის ექიმის პასუხი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 11 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც ექიმი აცხადებს, პაციენტი კლინიკაში 25 ნოემბერს, პნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს. ექიმის თქმით, ბავშვის ყველა ორგანო დაზიანებული იყო:

“პაციენტი 25 ნოემბერს შემოიყვანეს პნევმონიის, ასევე ვირუსული მონონუკლეოზისა და თანხმლები დაავადების – დაუზუსტებელი ეპილეფსიის დიაგნოზით. პაციენტის მკურნალობა პირველივე დღიდან დაიწყო როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი „გაიდლაინებით“. მკურნალობის გადაწყვეტილების ყველა ნაბიჯზე ჩართული იყვნენ მშობლები. ბავშვი გადაყვანილი იყო რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას აღენიშნებოდა შერეული ინფექცია, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული. პაციენტს განუვითარდა ანთებითი სინდრომი, ამის შემდეგ პოლიორგანული უკმარისობა და ამის შემდეგ მივიღეთ სავალალო შედეგი – პაციენტის სიკვდილი.
კვლევების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა მართვის ეროვნული ცენტრი, იქაც ჩატარდა კვლევები. პაციენტის მკურნალობა სახლშივე იყო დაწყებული, სამი დღე უკეთდებოდა აბტიბიოტიკი, არ იმოქმედა და ამის შემდეგ დაწვა ჩვენს კლინიკაში. შემოსვლისთანავე პირველი დიაგნოზი დადგენილი იყო. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბავშვის მკურნალობის პროცესში ოჯახი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული, ყველა კვლევაზე და ანალიზზე ჰქონდათ წვდომა, შეეძლოთ ნებისმიერი სხვა სპეციალისტისთვის ეჩვენებინათ ყველაფერი”, – განაცხადა ექიმმა მაია ჩხაიძემ.
ციციშვილის სახელობის კლინიკაში 11 წლის გოგონა დღეს გარდაიცვალა.

იტვირთბა....