ხელვაჩაურში, 17 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ სუიციდის მიზეზი, შესაძლოა ინტერნეტ თამაშს უკავშირდებოდეს. მათი თქმით, ის ე.წ. “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა და არ არის გამორიცხული, რომ მან ეს დავალება ვიღაცისგან მიიღო.
„ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა, ეჭვი გვაქვს, რომ ის “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა. მას თვითმკვლელობის სხვა მიზეზი არ ექნებოდა“, – განაცხადეს ახლობლებმა.
ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული. 17 წლამდე მოზარდი ხელვაჩაურში კლინიკა “მედინაშია” მოთავსებული. მას გუშინ გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით დაიწყო.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”